საერთო წესები - დაიცავით წესები რათა მოიხმაროთ საიტი სრულყოფილად!

T*GE FORUM [უზრუნველყოფა Invision Power Board]

T*GE საიტის წესები / Rules


1. საიტის გამოყენება

1.1 ტრეკერზე აკრძალულია უცენზურო ლექსიკა, ნებისმიერი ფორმით (დარმღვევი მიიღებს 1 კვირიან გაფრთხილებას და განმეორების შემთხვევაში გაეთიშება ექაუნთი)
1.2 ტრეკერზე აკრძალულია ფლუდერობა (რამოდენიმე პოსტის ზედიზედ და(ან) სხვადასხვა უაზრო პოსტების განთავსება (დარმღვევი მიიღებს 1 კვირიან გაფრთხილებას და განმეორების შემთხვევაში გაეთიშება ექაუნთი)
1.3 ტრეკერზე აკრძალულია საავტორო უფლებებით დაცული და(ან) კონფიდენციალური მასალის შემცველი ფაილების განთავსება (დამრღვევი დაისჯება 1 კვირიანი გაფრთხილებით და ფაილი იქნება წაშლილი)
1.4 ტრეკერზე სასტიკად აკრძალულია ე.წ "ჩითერობა" (რეიტინგის ხელოვნური მომატება). ჩვენი ადმინისტრაცია ყოველ დღე აკეთებს "ჩითინგის" მონიტორინგს და დამღვევი აუცილებლად დაისჯება. (დარმღვევი მიიღებს სამუდამო ბანს ტრეკერზე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე)
1.5 როგორც უკვე შეამჩნიეთ ჩვენი საიტი არის ქართული და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ტრეკერზე ყველაფერი იყოს ქართულ ენაზე. ჩატში, კომენტარებში და პერსონალურ წერილებში დაყენდა ქართული წერა. აუცილებელია ყველამ ქართულად წეროს საიტზე. მომხმარებლები, რომლებიც დაწერენ ე.წ "ტრანსლიტით" ლათინურ ენაზე - იქნებიან დასჯილები (დარმღვევი მიიღებს 1 კვირიან გაფრთხილებას და განმეორების შემთხვევაში გაეთიშება ექაუნთი)\
1.6 ტრეკერზე აკრძალულია ე.წ "ექსტერნალ" საიტების ლინკების განთავსება. ნებისმიერი საიტის ლინკი ჩაითვლება რეკლამად და განმთავსებელი დაისჯება. (დარმღვევი მიიღებს 1 კვირიან გაფრთხილებას და განმეორების შემთხვევაში გაეთიშება ექაუნთი)

2. ფაილის გადმოწერა

2.1 ტრეკერზე არავითარი შეზღუდვა არ არის დაწესებული, თქვენ შეგიძლიათ გადმოიწეროთ ფაილები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, თუმცა გადმოწერის შემდგომ ვალდებული ხართ გქონდეთ "seed" ჩართული მანამ, სანამ 1 ადამიანი მაინც არ გადმოწერს.
2.2 ნებისმიერი მომხმარებლის რეიტინგი უნდა იყოს 0.2-ზე მაღალი. ანუ ტრეკერზე მინიმალურ რეიტინგად ითვლება 0.2 (მომხმარებლები ნაკლები რეიტინგით იქნებიან გაფრთხილებული 2 კვირით და თუ არ გამოასწორეს რეიტინგი - გაეთიშებათ ექაუნთი)
2.3 რეკომენდებულია, მაგრამ არა აუცილებელი, რომ გადმოწერის შემდეგ დატოვოთ კომენტარი და(ან) გადაუხადოთ მადლობა აპლოუდერს სპეციალური მადლობის ფორმის გამოყენებით (ეს რეკომენდაცია ვრცელდება ყველა მომხმარებელზე, მათ შორის ადმინისტრატორებზეც)
2.4 თუ ტრეკერიდან გადმოწერილ ფაილს დადებთ რომელიმე კონკურენტ საიტზე აუცილებლად მიაწერეთ რომ ფაილი გადმოწერილია torrents.ge-დან. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგეთიშებათ გადმოწერა

3. ფაილის ატვირთვა

3.1 იმისათვის, რომ ატვირთოთ უნდა გქონდეს აპლოუდერის სტატუსი, სტატუსის მოთხოვნა შეგიძლიათ ატვირთვის გვერდზე აპლიკაციის შევსებით, ან ფორუმზე სპეციალურ განყოფილებაში მოთხოვნით. უნდა აკმაყოფილებდეთ შემდგომ მოთხოვნებს:
3.1.1 უნდა გქონდეთ სწრაფი ინტერნეტ შეერთება
3.1.2 უნდა გქონდეთ გახსნილი პორტი
3.1.3 უნდა იცოდეთ ყველა ტორენტის შესახებ, მათ შორის ტორენტის ატვირთვა
3.1.4 უნდა გქონდეთ შესაძლებლობა დღეში მინუმუმ 6 საათით გაუკეთოთ სიდირება თქვენს დადებულ ფაილს
3.2 ფაილს უნდა ქონდეს სათანადო აღწერა.(პოსტერი, და ძირითადი აღწერა აუცილებლად ქართულ ენაზე)
3.3 ფაილი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს მიმდინარე კანონმდებლობას.
3.4 თუ გაგიჭირდათ აღწერის თარგმნა (უცხო ენის არ ცოდნის გამო) დროებით ჩაწერეთ "აღწერის გარეშე" და მიმართეთ საიტზე მყოფ ნებისმიერ მოდერატორს და სთხოვეთ რომ დაგეხმაროს თარგმნაში.

4. რეკომენდაციები და რჩევები

4.1 რეიტინგის მომატება შეგიძლიათ მრავალი ხერხით. შეგიძლიათ სიდირებით დააგროვოთ ბონუს ქულები და შემდგომ გადაცვალოთ აპლოუდში. http://torrents.ge/mybonus.php
4.2 შეგიძლით გადმოიწეროთ ე.წ ოქროს , ვერცხლის ან ორმაგი ატვირთვის ფაილები. პირველის (ოქროს ტორენტი) შემთხვევაში download საერთოდ არ გეწერებათ , მეორეს შემთხვევაში (ვერცხლის ტორენტი) გეწერებათ, მხოლოდ გადმოწერილის 50% და მესამეს (ორმაგი ატვირთვა) შემთხვევაში გეწერებათ ატვირთულის ორმაგი რაოდენობა. ეს საშუალებას მოგცემთ აიმაღლოთ რეიტინგი.
4.3 ასევე შეგიძლიათ რეიტინგის განულება 9500 ბონუს ქულის დაგროვების შემთხვევაში http://torrents.ge/mybonus.php

5. საერთო წესები

5.1 ოქროს ტორენტი შეიძლება იყოს მხოლოდ 4 გბ-ზე მეტი ზომის ფაილი, ვერცხლის ტორენტი - 2.5 გბ და X2 - 7 გბ-ზე მეტი ზომის. ამ სტატუსების მინიჭებას გადაწყვეტს საიტის ადმინისტრაცია ( რელიგიის განყოფილებაში ყველა ფაილი ოქროსი იქნება და XXX განყოფილებაში ოქროს ტორენტები საერთოდ არ იქნება. ძალიან დიდი ზომის ფაილებზე იქნება მაქსიმუმ ვერცხლის გადმოწერა.
5.2 VIP ვიპ სტატუსის მომხმარებლებს არ ეხებათ რეიტინგის სისტემა, ანუ მათ შეუძლიათ ქონდეთ მინიმალურ რეიტინგზე დაბალი მაჩვენებელი. ასევე მათი გაფრთხილება და(ან) ექაუნთის გათიშვა შეუძლიათ მხოლოდ ადმინისტრატორებს. მოდერატორებმა აუცილებლად უნდა შეათანხმონ ადმინისტრაციასთან.



ეს წესები ძალაში შედის დღეიდან 27.05.2009 და ამ მომენტიდან ყველა მოდერატორი და ადმინისტრატორი ვალდებულია განახორციელოს აღმკვეთი ღონისძიებები!!!


ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს შეცვალოს საიტის წესები (1 კვირით წინასწარი გაფრთხილების შემთხვევაში)

წესები განახლებულია 01.05.2009 (03:45 GMT+4)


          We accept eMoney